“არსენალმა” 20 წლის მცველი გაიფორმა

“ბოლტონის” მცველი რობ ჰოლდინგი ლონდონის “არსენალში” გადავიდა.

20 წლის ფეხბურთელმა “მეთოფეებთან” გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, იგი წელიწადში ხელფასის სახით ორ მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს.

“ასეთ მომენტებზე ბავშვობაში ოცნებობ. მოუთმენლად ველი “არსენალის” ფორმით თამაშს”, – აღნიშნა ჰოლდინგმა.

რობ ჰოლდინგი ინგლისის 21 წლამდე ნაკრების წევრია.