ფოთის “კოლხეთის” უკვე ყოფილმა მცველმა, რასიმ რამალდანოვმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდი დატოვა. ამის შესახებ მეგრული კლუბის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი იტყობინება.
აზერბაიჯანელი ფეხბურთელი, რასიმ რამალდანოვი საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა. იგი იმ “გაბალაში” ითამაშებს, რომელიც ბოლო წლებში ევროტურნირებზე ქართული გუნდების კოშმრად იქცა.
სხვადასხვა დროს 31 წლის სპორტსმენს უთამაშია “სიმურქში”, “ხაზარში”, “სუმქაითში”, ბოლოს კი ქართულ კლუბში.