კურანიმ ქალი სიკვდილს გადაარჩინა

31 წლის გერმანელმა ფორვარდმა კევინ კურანიმ, რომლიც ამჟამად მოსკოვის “დინამოს” ღირსებას იცავს, გმირული საქციელი ჩაიდინა ბრაზილიაში გატარებული შვებულების დროს.

გერმანული პრესის ცნობით, რიოს ერთ-ერთ პლაჟზე დასვენების დროს კურანიმ თავის მეგობართან ერთად ზღვაში ქალი შეამჩნიეს, რომელიც დინებას ვერ გაუმკლავდა. ფეხბურთელმა და მისმა მეგობარმა დროულად მოახდინეს რეაგირება და ქალბატონი ნაპირზე ამოიყვანეს.