კობი ბრაიანტი ფრანჩესკო ტოტის შეხვდა (ფოტოები)

“ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ლეგენდარული მცველი კობი ბრაიანტი “რომას” თავდამსხმელ ფრანჩესკო ტოტის შეხვდა. სპორტსმენებმა შეხვედრა სპორტული ფირმა Nike-ის მილანის შტაბბინაში გამართეს.

მოთამაშეებმა ერთმანეთს საჩუქრები უძღვნეს – ბრაიანტმა ტოტის ხელმოწერილი სპორტული ფეხსაცმელი აჩუქა, იტალიელმა ფეხბურთელმა კი ამერიკელ კალათბურთელს სათამაშო ფორმა უსახსოვრა.