პოჩეტინო: “ვანიამა “საუთჰემპტონთან” უნდა დაბრუნდეს”

ვიქტორ ვანიამამ მუხლის ტრავმა აგვისტოში, “ბარნლის” წინააღმდეგ მიიღო და უკვე ოთხი თვეა, ლონდონის “ტოტენჰემს” ვერ ეხმარება.

26 წლის ნახევარმცველზე “სპურსების” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ ისაუბრა.

“ვნახოთ, როდის დაბრუნდება ვიქტორი. წინა სეზონში ის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო. ის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა გუნდის წარმატებაში. ამ სეზონში ვანიამა, ფაქტობრივად, დავკარგეთ. თუმცა, გუნდში მისი დიდი საჭიროებაა. იმედი მაქვს ის უკვე მალე დაბრუნდება. როგორც ვვარაუდობთ, ვიქტორი “ბარნლისთან” შეხვედრას გამოტოვებს, თუმცა ათი დღის მანძილზე “საუთჰემტონთან”, “სუონსისთან” და “ვესტ ჰემთან” გასამართ მატჩებში მზად იქნება,” – აცხადებს პოჩეტინო.

პოჩეტინომ ავსტრალიურ ტურზე ჰარი კეინი არ წაიყვანა

“ტოტენჰემმა” უკვე გამოაცხადა იმ ფეხბურთელთა სია, რომელიც 2016 წლის საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ავსტრალიურ გათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სიაში მოხვდნენ “მამლების” ახალწვეულები: ვინსენტ იანსენი და ვიქტორ ვანიამა და ვერ მოხვდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ჰარი კეინი და ჰუგო ლორისი.

“სპურსი” პირველ მატჩს მელბურნში, “იუვენტუსის” წინააღმდეგ გამართავს (26 ივლისი).მეორე სატესტო მატჩში ლონდონურ კლუბს “ატლეტიკო მადრიდის” წინააღმდეგ მოუწევს თამაში (29 ივლისი). ბოლო მატჩს მაურისიო პოჩეტინოს გუნდი მილანური “ინტერის” წინააღმდეგ გამართავს.

“ტოტენჰემის” განაცხადი გინესის თასისთვის: ლუკ ამოსი, დომინიკ ბოლი, ტომ ქეროლი, კემერონ კარტერ-ვიკერსი, ნასერ შადლი, მარკუს ედვარდსი, კრისტიან ერიქსენი, ტომ გლოვერი, შეიონ ჰარისონი, ვინსენტ იანსენი, ერიკ ლამელა, რაიან მეისონი, ლუკ მაკგი, უილ მილერი, ჯოშ ონომაჰი, ჰოინ-მინ სონი, კირენ ტრიპერი, მიშელ ვორმი, კაილ უოლკერ-პიტერსი, ანტონ უოლკსი, ვიქტორ ვანიამა, კევინ ვიმერი, ჰარი ვინკსი და დეანდრე იედლინი.