იაკობიშვილმა პირველი შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა! (ვიდეო)

ქართველები რიოს ოლიმპიადაზე განაგრძობენ გამოსვლას.

ზემოთ ნახსენებ სპორტსმენთა რიგებს მიეკუთვნება ზურაბ იაკობიშვილი. თავისუფალი სტილით მოჭიდავე ფალავანი მერვედფინალში ნიგერიელ დანიელს დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ზურაბი შემდეგ ეტაპზე სულ მალე იასპარეზებს.

რას წერს საქართველოს პრეზიდენტი პეტრიაშვილის წარმატებაზე?

ფალავანმა გენო პეტრიაშვილმა რიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამ ფაქტს სოციალური ქსელის საშუალებით საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა.

რიო 2016: რომელ ადგილზე გადაინაცვლა საქართველომ მედლების ჩათვლაში?

დღევანდელი დღე საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. ქართველმა ფალავანმა, გენო პეტრიაშვილმა ჩვენი ქვეყნის მედლების ყულაბა ბრინჯაოთი გაამდიდრა.

ზემოთ აღნიშნული ფაქტის შემდეგ საქართველომ რიოს ოლიმპიადის მედლების საერთი ჩათვლაში 36-ე ადგილზე გადაინაცვლა.

cats

რას წერს ზაზა ფაჩულია პეტრიაშვილის მიერ მოპოვებულ ბრინჯაოზე?

სულ ცოტა ხნის წინ ქართველმა მოჭიდავემ, გენო პეტრიაშვილმა რეპეშაჟის მეორე შეხვედრა მოიგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ზემოთ ნახსენებ ფაქტს საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, ზაზა ფაჩულია სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა.

გენო პეტრიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო! (ვიდეო)

გენო პეტრიაშვილმა ორი შეხვედრა მოიგო, თუმცა მეოთხედფინალში დამარცხების შემდეგ ქართველი ფალავანი რეპეშაჟში გადავიდა.

აღსანიშნავია, რომ მან რეპეშაჟში პირველი დაპირისპირება 9:2 მოიგო. მეორეში კი ამერიკელს დაუპირისპირდა და 31 წამში 10:0 გაანადგურა მეტოქე. სწორედ ასე, მან საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ყულაბას კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი შემატა.

(ექსკლუზივი) ბეჰდად სალიმი საქართველოში?

რიოს ოლიმპიადაზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ მოუტანა. მან მთავარი მეტოქე, 2012 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, ბეჰდად სალიმი დაჯაბნა. ამ ადამიანმა აკვრაში ვერცერთი მისვლა ვერ გამოიყენა და სახლში უმედლოდ წავიდა. მას პირველი ორი მისვლა მსაჯებმა არ ჩაუთვალეს, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ირანელთა დელეგაციაში. ყველაფრის მიუხედავად, სალიმიმ ლაშას გამარჯვება მიულოცა, რაც ნამდვილად ღირსეული ჟესტია.

Fanebi.Com-თან ინტერვიუში, ლაშა ტალახაძის მამამ, ბატონმა კობამ განაცხადა, რომ იდეაში არის ირანელი ძალოსნის ჩამოყვანა. სავარაუდოდ, ეს მაშინ მოხდება, როცა ლაშა საჩხერეში ჩამოვა და აქ მისი დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება.

დამეთანხმებით, ეს ნამდვილად სამაგალითო ჟესტი იქნება მთლიანად მსოფლიოს სპორტული სამყაროს წინაშე.

ვინ იქნება საქართველოს მედროშე რიოს ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე?

რიოს ოლიმპიადა დასასრულს უახლოვდება. აღნიშნული სპორტული ღონისძიება 21 აგვისტოს სრულდება. სწორედ ამ დღესვე გაიმართება დახურვის ცერემონიაც.

როგორც იცით, გახსნის ცერემონიაზე საქართველოს მედროშე ავთანდილ ჭრიკიშვილი იყო. საფინალო ღონისძიებაზე კი ეს პატივი უკვე ოლიმპიურ ჩემპიონს, 22 წლის ძალოსანს, ლაშა ტალახაძეს ერგო. სწორედ იგი ააფრიალებს კიდევ ერთხელ ქართულ დროშას ბრაზილიური ცის ქვეშ.

პეტრიაშვილი რიოს ოლიმპიადის მეოთხედფინალში დამარცხდა

მოგეხსენებათ, 105 კილოგრამ კატეგორიაში მოჭიდავე სპორტსმენმა, გენო პეტრიაშვილმა ორი დაძაბული ბრძოლა მოიგო და საკვალიფიკაციო რაუნდი და მერვედფინალი გაიარა.

გენო მეოთხედფინალში იარანელ სპორტსმენს, გამეილ გასემის დაუპირისპირდა. შეხვედრა, წინა დაპირისპირდებების მსგავსად, ძალიან დაძაბული აღმოჩნდა. საბოლოოდ, ქართველმა სპორტსმენმა ორი პერიოდის ჯამში შეხვედრა დათმო. თუ მისი ყოფილი მეტოქე ნახევარფინალს მოიგებს, ქართველი რეპეშაჟში გადაერთვება.

გენო პეტრიაშვილმა მეორე შეხვედრაც მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა!

ქართველი ფალავანი, გენო პეტრიაშვილი ოლიმპიადაზე გამოსვლას განაგრძობს.

ქართველი ფალავანი მერვედფინალში უკრაინელ ზასიევს დუპირისპირდა. შეხვედრაში უკრაინელი დაწინაურდა, თუმცა შემდეგ ქართველმა სპორტსმენმა იაქტიურა და საბოლოოდ მიზანს მიაღწია. გენომ დაძაბული შეხვედრა ანგარიშით 11:6 მოიგო!

პეტრიაშვილი მეოთხედფინალში სულ მალე იჭიდავებს.

სანდრო ამინაშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

რიო 2016-ზე გრძელდება ტურნირი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა მისი პირველი შეხვედრა მარტივად მოიგო.

86 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი სანდრო ამინაშვილმა იჭიდავა. ჩვენებური პოლონელ ბარანოვსკის დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძლაში – ანგარიშით, 2:2 – დამარცხდა.

 

გენო პეტრიაშვილმა პირველი შეხვედრა მოიგო!

დღეს რიოს ოლიმპიადაზე გრძელდება ტურნირი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. საქართველოს სახელით გენო პეტრიაშვილი და სანდრო ამინაშვილი ასპარეზობენ.

125 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე პეტრიაშვილი საკვალიფიკაციო ეტაპზე ბულგარელ კუმჩევს დაუპირისპირდა და უპრობლემოდ, ანგარიშით 10:0 დაამარცხა. იგი მერვედფინალურ ეტაპზე გავიდა, სადაც სულ მალე იასპარეზებს.

რიო 2016: რომელ ადგილზე გადაინაცვლა საქართველომ მედლების ჩათვლაში?

19 აგვისტო რიოს ოლიმპიადაზე ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებული გამოდგა. ორი სპორტსმენის უშედეგოდ გამოსვლის შემდეგ, თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ოქროს მედალი მოუტანა საკუთარ სამშობლოს.

ზემოთ ნახსენები გამარჯვებით ქვეყნების საერთო რეიტინგში საქართველო 2 ოქროთი, 1 ვერცხლით და 3 ბრინჯაოთი 31-ე ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ რიოს ოლიმპიადის დასრულებამდე 2 დღეა დარჩენილი.

cats