გამეირო “ბარსელონას” უახლოვდება

“სევილიას” თავდამსხმელი კევინ გამეირო “ბარსელონაში” გადასვლასთან ახლოსაა. კლუბებმა გარიგების მთავარ დეტალებზე შეთანხმებას თითქმის მიაღწიეს.

გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიური გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე 29 წლის ფრანგ ფეხბურთელს გუნდის შემტევი ტრიოს სარეზერვო თავდამსხმელად მოიაზრებს.

კევინ გამეირომ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 52 მატჩი ჩაატარა, 29 გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა გააკეთა.

ცოტა ხნის წინ “სევილიას” ვიცე პრეზიდენტმა ხოსე მარია დელ ნიდომ განაცხადა, რომ კლუბი გამეიროს მინიმუმ 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.