ოფიციალურად: გონსალო იგუაინი “იუვენტუსში” ითამაშებს

“ნაპოლის” თავდამსხმელი გონსალო იგუაინი კარიერას ტურინის “იუვენტუსში” აგრძელებს. ეს ინფორმაცია კლუბმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა.

“ბებერი სინიორა” არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს გაიღებს. ეს თანხა ორ ტოლ ნაწილად გაიყოფა და კლუბი უახლოესი ორი სეზონის განმავლობაში დაფარავს.

მხარეებს შორის 5-წლიან კონტრაქტს მოეწერება ხელი. გავრცელებული ინფორმაციით, იგუაინი “იუვენტუსში” ჯამაგირის სახით წელიწადში 7,5 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ გონსალო იგუაინი “ნაპოლიში” 2013 წელს “რეალიდან” გადავიდა. მაშინ ნეაპოლიტანურმა კლუბმა 37 მილიონი ევრო გადაიხადა.

იტალიის სერია A-ს გასულ გათამაშებაში გონსალო იგუაინი საუკეთესო ბომბარდირი გახდა. არგენტინელმა თავდამსხმელმა 35 მატჩი ჩაატარა და 36 გოლი გაიტანა