ამ ზაფხულზე იწერებოდა იმის შესახებ, რომ, თითქოს, “ბაიერნის” თავკაცი, კარლო ანჩელოტი სერიოზულად ინტერესდებოდა მექსიკელი მოთამაშის, ჩიჩარიტოს შეძენით. ამასთან დაკავშრებით ცოტა ხნის წინ იტალიელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდს “ბაიერის” ფეხბურთელი არ სჭირდბეა. მეტიც, “რეკორდმაისტერს” უძლიერესი შემადგენლობა ჰყავს და არც ერთ რგოლში იგი გაძლიერებას არ საჭიროებს.
“ძალიან მიყვარს ჩიჩარიტო. მასთან ერთად მადრიდის “რეალში” ვმუშაობდი და შემიძლია ვთქვა, რომ ის საკუთარი საქმის პროფესიონალია. თუმცა, მისი დამატებით ახლა ნამდვილად არ ვარ დაინტერესებული. ის ჩვენი ოპონენტი იქნება მომავალ სეზონში. რაც შეეხება ჩემს გუნდს, მიმაჩნია, რომ კოლექტივი ახალი მოთამაშეებით გაძლიერებას აღარ საჭიროებს,” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.