ოფიციალურად: არნაუტოვიჩმა “სტოკთან” 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი

ინგლისური “სტოკ სიტის” ნახევარმცველმა, მარკო არნაუტოვიჩმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც, მან “სტოკში” კიდევ 4 წელი უნდა გაატაროს.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ავსტრიელი ფეხბურთელი ინგლისურ კლუბში 2013 წელს გამოჩნდა, როცა “სტოკის” ხელმძღვანელებმა ის “ვერდერიდან” გადმოიბირეს.

გასულ სეზონში, ფეხბურთელმა პრემიერლიგის 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა – გაიტანა 11 გოლი და გააკეთა 6 საგოლე გადაცემა.