ინგლისური “ბორნმუთის” ხელმძღვანელებმა “ლივერპულის” ცენტრალური მცველის, ბრედ სმიტის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს.
22 წლის სმიტმა “ალუბლებთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამ დროისთვის უცნობია, თუ რამდენის გადახდა დასჭირდა ედი ჰაუს გუნდს, Goal-ის ცნობით, საქმე დაახლოებით 6 მილიონ ფუნტს ეხება.
ავსტრალიელი ფეხბურთელი “ბორნმუთის” რიგით მეექვსე ახალწვეული გახდა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე. აღსანიშნავია, რომ “ბორნმუთში” სმიტი მის ყოფილ თანაგუნდელთან, ჯორდან აიბთან ერთად ითამაშებს, რომელმაც ახლახან დატოვა “ენფილდი”.