კიდევ ერთი შეხვედრა, რომელიც დღეს დილაადრიან გაიმართა, “ჩელსისა” და “ლივერპულის” დაპირისპირებაა.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით დაიწყო და მომენტების დიდი სიმრავლით არ გამოირჩევოდა. ერთადერთი გოლი, რომელიც ამ თამაშში გავიდა, გარი კეჰილის ანგარიშზეა. ინგლისის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა კუთხურიდან ფაბრეგასის ჩაწოდების შემდეგ გაიტანა თავით. ეს ყოველივე მე-10 წუთზე მოხდა. პირველ ნახევარში აღარაფერი შეცვლილა.
მეორე ტაიმში ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ფაბრეგასის წითელი ბარათი იყო. ესპანელმა მოთამაშემ 70-ე წუთზე კლავანის წინააღმდეგ იუხეშა და მოედნის დატოვება მოუწია. შეხვედრაში სხვა აღარაფერი შეცვლილა. საბოლოოდ, ლონდონელებმა 1:0 იმარჯვეს ლივერპულელებზე.