ცოტა ხნის წინ ჟოზე მოურნიომ განაცხადა, რომ, მისი “რეალში” მისვლისას, სერხიო რამოსსა და სხვა ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალშიც კი არ ჰქონდათ ნათამაშები.
ამაზე სერხიო რამოსმა დღეს კომენტარი გააკეთა.
“კი, ეს მართალია. როცა ის მოვიდა, მაშინ 1/4 ფინალის ბარიერს თუ გადავლახავდით ხოლმე, ახლა კი სამი ჩემპიონთა ლიგა გვაქვს მოგებული. ჩემს კარიერაში ყველა მწვრთნელისგან ვისწავლე რაღაც, თუმცა ზოგისგან უფრო მეტი გავიგე, ვიდრე სხვებისგან,” – ასე გასცა სერხიომ სეუ ჟოზეს პასუხი.