ჯეიმი ვარდი პრემიერლიგის ისტორიაში შევიდა

ინგლისის პრემიერლიგის XI ტურში “ლესტერ სიტიმ” გასვლაზე “ვესტ ბრომვიჩ ალბიონი” ანგარიშით 3:2 დაამარცხა. აქედან ერთი ბურთი ჯეიმი ვარდიმ გაიტანა. ვარდი პრემიერლიგის ისტორიაში მესამე ფეხბურთელია, რომელმაც ტურნირის ზედიზედ რვა შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა.

მანამდე ასეთივე სერია რუდ ვან ნისტერლოიმ და დანიელ სტარიჯმა აჩვენეს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების ბომბარდირთა დავას ჯეიმი ვარდი 10 გატანილი ბურთით ლიდერობს.

 

კამბიასო “ოლიმპიაკოსში” ითამაშებს

არგენტინელი ნახევარმცველი ესტებან კამბიასო კარიერას საბერძნეთში გააგრძელებს. 35 წლის ფეხბურთელი პირეოსის “ოლიმპიაკოსს” შეუერთდა.

ბერძნული მედიის ცნობით, კამბიასომ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, წელიწადში კი ჯამაგირის სახით 2 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ესტებან კამბიასო მანამდე ინგლისურ “ლესტერ სიტიში” თამაშობდა. მან გასულ სეზონში 31 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და კლუბის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. ამის მიუხედავად, არგენტინელმა ნახევარმცველმა “ლესტერთან” კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა.

შეგახსენებთ, რომ ესტებან კამბიასო 2004-დან 2014 წლამდე მილანის “ინტერის” ღირსებას იცავდა, რომლის რიგებშიც ჩატარებულ 315 მატჩში 41 გოლი გაიტანა. იგი მანამდე მადრიდის “რეალში”, “რივერ პლეიტსა” და “ინდეპენდიენტეში” თამაშობდა.

 

ოკაზაკი “ლესტერს” უახლოვდება

ბილდის ცნობით, “მაინცის” შემტევი სინძი ოკაზაკი მომდევნო სეზონიდან პრემიერლიგაში ითამაშებს. გამოდილი იაპონელისადმი ინტერესს “ლესტერი” იჩენს.

უახლოეს მომავალში ფხბურთელი ლესტერში ჩავა და ტრანსფერი ფორმალური მხარეებიც ადგილზე მოგვარდება. კლუბებმა 10 მილიონ ევროზე მოილაპარაკეს.

ოკაზაკის გერმანული კარიერა 4.5 წლის წინ დაიწყო. თავდაპირველად ის “შტუტგარტში” ასპარეზობდა, თუმცა შესაძლებლობების მაქსიმუმი სწორედ “მაინცში” გამოავლინა.

მელონი “ლესტერში” გადადის

“უიგანის” ფორვარდი შონ მელონი კარიერას “ლესტერ სიტიში” გააგრძელებს.

პრემიერლიგის აუტსაიდერმა ფეხბურთელისთვის ბრძოლა “ასტონ ვილას”, “ევერტონს”, “სანდერლენდს” და “ბარნლის” მოუგო.

31 წლის მელონიში “ლესტერი” 1 მილიონ გირვანქას გადაიხდის.

მოურინიო: „მარკ შვარცერი მოგვენატრება“

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გამოცდილ ავსტრალიელ მეკარე მარკ შვარცერს მადლობა გადაუხადა.

ცნობისთვის, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს მარკი „ლესტერში“ გადადის.

„შვარცერს საჯაროდ მადლობას ვუხდი, იგი „ჩელსის“ ტოვებს. ჩვენი გუნდისთვის იგი ფანტასტიკური ფეხბურთელი იყო. როდესაც მისი დახმარება გვჭირდებოდა, მარკი ყოველთვის გვერდით იყო. გარდა ამისა, იგი ჩინებული ადამიანი და ნამდვილი პროფესიონალია. ფეხბურთელებისა და პერსონალის სახელით, მას „ლესტერში“ ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ“, – განუცხადა მოურინიომ „ჩელსის“ ოფიციალურ საიტს.

ლესტერ სიტი – ლივერპული 1:3

პრემიერ ლიგის მე-14 ტურში “ლივერპული” ლესტერს ესტუმრა, სადაც ადგილობრივი კლუბის დამარცხება ორბურთიანი სხვაობით შეძლო.

ლესტერ სიტი 1-3 ლივერპული

გოლები: მინოლე 22′ (1:0); ლალანა 24′ (1:1); ჯერარდი 56′ (1:2): ჰენდერსონი 83′ (1:3)

ხუან მატა: ”მძიმეა, როდესაც სტუმრად 3 გოლს იტან და სახლში ქულის გარეშე ბრუნდები”

”მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელმა, ხუან მატამ, ”ლესტერთან” განცდილ მარცხზე(3-5) ისაუბრა.

”ამ თამაშს მთელი კვირის განმავლობაში ველოდით, მაგრამ ასეთ კვირა დღეს ვერ წარმოვიდგენდი. ლესტერიდან მანჩესტერამდე დასაბრუნებელი გზა ძალიან დიდი მომეჩვენა.”

”ლესტერთან” წაგებას ვერ ვივიწყებ. ძნელია იმის გაგება, რომ ამ ანგარიშით დასრულდა შეხვედრა. ძალიან მძიმეა, როდესაც სტუმრად 3 გოლს იტან და სახლში ქულის გარეშე ბრუნდები.

”სახლისკენ მიმავალი იმ გულშემატკივრებზე ვფიქრობდი, რომლებიც სტადიონზე ჩვენს მხარდასაჭერად მოვიდნენ. სამწუხაროდ მათ იმედები გავუცრუეთ, ძალიან ვწუხვარ, რომ ყველაფერი ასე დასრულდა. იმედი მაქვს, რომ მომავალ კვირას, გუნდი უკეთეს განწყობაზე იქნება.” – განაცხადა მატამ.

ესტებან კამბიასომ “ლესტერში” სადებიუტო გოლი “მანჩესტერ იუნაიტედს” გაუტანა

21 სექტემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ლესტერსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართულ მატჩში ერთ-ერთი გოლი არგენტინელმა ესტებან კამბიასომ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მისთვის ეს გოლი ახალ კლუბში სადებიუტო იყო.

ლესტერი – მანჩესტერ იუნაიტედი. სასტარტო შემადგენლობები ცნობილია

”მანჩსტერ იუნაიტედის” და ”ლესტერის” მთავარმა მწვრთნელებმა, სასტარტო შემადგენლობები დაასახელეს.

”ლესტერი”: შმეიხელი, მური, მორგანი, დე ლატი, კონჩესკი, ჰემონდი, დრინკუოტერი, კამბიასო, ვალდი, ულოა, ნიუჯენტი.

”მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა, ბლინდი, ბლეკეტი, ევანსი, როხო, რაფაელი, ერერა, დი მარია, ფალკაო, ვან პერსი, რუნი.

მატჩი, თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.

ალექსის სანჩესმა ინგლისის პრემიერ ლიგაში პირველად გაიტანა

31 აგვისტოს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ლესტერსა” და “არსენალს” შორის გამართულ მატჩში (1:1), ვენგერის გუნდის მხრიდან ერთადერთი გოლი ალექსის სანჩესმა გაიტანა.

კამბიასო ინგლისის პრემიერლიგას უახლოვდება

ესტებან კამბიასომ შესაძლოა კარიერა ინგლისში გააგრძელოს.

ფრანგული გამოცემა L’Equipe-ი იუწყება, რომ 34 წლის არგენტინელი ნახევარმცველი “ლესტერ სიტის” უახლოვდება. წყაროს ცნობით, მხარეებს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდება, შემდგომ კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პირობით.

შეგახსენებთ, რომ ესტებან კამბიასოს მილანის “ინტერთან” კონტრაქტი დაუმთავრდა და ახლა თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.

“ლესტერმა” გასულ სეზონში ინგლისის ჩემპიონშიფი მოიგო და წელს პრემიელრიგაში ითამაშებს.

 

“ლესტერის” მცველის შესანიშნავი გოლი

2 აგვისტოს “პრესტონსა” და “ლესტერს” შორის გამართულ შეხვედრაში (1:1), “ლესტერის” ფეხბურთელმა მეტოქეს შესანიშნავი გოლი გაუტანა.