მატიე: “ბეშიქთაშს” უარი ვუთხარი, რათა “ბარსაში” ჩემი ადგილისთვის ბრძოლის შანსი მქონოდა”

“ბარსელონას” ფრანგი მცველი, ჟერემი მატიე აღიარებს, რომ “ბეშიქთაშის” ხელმძღვანელებს მისი გადაბირება სურდათ, თუმცა მან “ბარსაში” დარჩენა და საკუთარი ადგილისთვის ბრძოლა გადაწყვიტა.

“მართალია, რომ გარკვეული კონტაქტი არსებობდა. მაგრამ, პრეზიდენტს ვუთხარი, რომ აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ და რომ ჩემი სურვილი აქ დარჩენაა.

უმტიტი და დინიე ჩემი მეგობრები არიან და თანაგუნდელები. მართალია, რომ ეს ფეხბურთელებიც ჩემს პოზიციაზე თამაშობენ, თუმცა ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

ლუის ენრიკემ უკვე იცის, რომ ცენტრალური მცველის პოზიციაზე მირჩევნია თამაში, მაგრამ ეს ფეხბურთია და არასდროს იცი, რა მოხდება მომავალში.”