ოფიციალურად: “ვოლფსბურგმა” კუბა ბლაშიკოვსკი დაიმატა

გერმანული “ვოლფსბურგის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა კუბა ბლაშიკოვსკის ტრანსფერი დაადასტურა. პოლონელმა ფეხბურთელმა “მგლებთან” 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ბლაშიკოვსკიმ გასული სეზონი “ფიორენტინაში” გაატარა, სადაც ის განათხოვრებული იყო. ზაფხულში ის კვლავ “ბორუსიაში” დაბრუნდა, თუმცა ანდრე შურლეს მოსვლის შემდეგ, “სიგნალ იდუნა-პარკზე” 30 წლის პოლონელის ადგილი არ მოიძებნა.

კუბა “ვოლფსბურგის” რიგით მეშვიდე შენაძენი გახდა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე.