სოლო ჰოუპი ბრაზილიაში არც ისე პოპულარულია. რაც ნათლად გამოჩნდა ა.შ.შ-ს ქალთა ნაკრების გახსნით მატჩში (ამერიკელებმა 2-0 დაამარცხეს ახალ ზელანდიელები).
ყოველ ჯერზე, როდესაც სოლო ბურთს შეეხებოდა, “მინეირაო სტედიუმზე” შეკრებილი პუბლიკა სტვენას იწყებდა. ბრაზილიელები არც “ზიკას” სკანდირებას ერიდებოდნენ.
საქმე იმაშია, რომ აღნიშნული ფეხბურთელი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ აღნიშნული მატჩის ჩატარების ადგილად ქალაქი მანაუსი აირჩიეს, სადაც “ზიკასთან” ბრძოლა უდიდეს პრობლემას წარმოადგენს.