მედიკოსებმა საკაცეზე მოთავსებული ფრანგი, ტრავმირებული სპორტსმენი ძირს დაანარცხეს (ვიდეო)

რიოს ოლიმპიადაზე იღბალი ფრანგი ტანმოვარჯიშის, სამირ აიტ საიდის მხარეს ნამდვილად არ ყოფილა – მას შემდეგ, რაც ფრანგმა სპორტსმენმა ოლიმპიადის პირველივე დღეს საზარელი ტრავმა მიიღო, მედიკოსებმა ის კიდევ ერთხელ დაანარცხეს მიწაზე. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ისინი საკაცის მეშვეობით სამირის საავადმყოფოში გადაყვანას ცდილობდნენ.

ფრანგული L’Equipe-ს ჟურნალისტის თქმით, სამირ აიტ საიდმა ოთხი წლის წინ, ლონდონის ოლიმპიურ თამაშებისათვის მომზადებისასაც მსგავსი ტრავმა მიიღო – “ეს ლონდონის ოლიმპიადის დაწყებამდე რამოდენიმე თვით ადრე მოხდა. ტრავმა იგივენაირი იყო, იმ განსხვავებით, რომ მან დაზიანება სხვა ფეხზე მიიღო.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ დროს ფრანგ სპორტსმენს სტადიონიდან თვალს დედა, მამა, და, მეგობარი გოგონა და საუკეთესო მეგობარი ადევნებდა.