მალდინის შვილმა “მილანის” ახალგაზრდულ გუნდში ჩატარებულ სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა

პაოლო მალდინის შვილმა და ჩეზარე მალდინის შვილიშვილმა კრისტიან მალდინიმ დღეს “მილანის” ახალგაზრდულ გუნდში სადებიუტო მატჩი ჩაატარა და დებიუტი გატანილი გოლით აღნიშნა.

“პერუჯას” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში 18 წლის მცველმა გოლი მეორე წუთზე გაიტანა. კრისტიან მალდინიმ მატჩის სრულად ჩატარება ვერ შეძლო, რადგან ტრავმა მიიღო და 36-ე წუთზე გამოცვალეს.

 

კრისტიან მალდინი „ბრეშაში“ ითამაშებს

პაოლო მალდინის ვაჟი კრისტიან მალდინი, რომლის კონტრაქტიც „მილანს“ ეკუთვნის, იჯარით „ბრეშაში“ ითამაშებს.

„როსონერის“ ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილი იტალიის მეორე დივიზიონის კლუბში გამოცდილების მისაღებად გადაბარგდა.

ცნობისთვის, უმცროსი მალდინი მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობს.

სათქმელია ისიც, რომ მილანური გრანდის ხელმძღვანელებმა აქამდე უკვე განაცხადეს, რომ მომავალში 3-ნომრიანი მაისურით გუნდში მხოლოდ მალდინის ოჯახის წევრი ითამაშებს.

ალექსანდრე მატევოსოვი