ლაშა შავდათუაშვილი: “ოლიმპიურ თამაშებზე ნებისმიერი სინჯის მედლის მოპოვება დიდი წარმატებაა!”

რიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ, ქართველმა ძიუდოისტმა, ლაშა შავდათუაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“2012 წელს ლონდონში გამარჯვების შემდეგ წონა შევიცვალე. კონკრეტულად, 66-დან 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში გადავედი და შეგუება ძალიან გამიჭირდა. თავდაუზოგავად ვშრომობდი და მიხარია, რომ ეს ყველაფერი დამიფასდა. რა თქმა უნდა, ჩემპიონობაზე ვფიქრობდი, მაგრამ ვფიქრობ, ბრინჯაოს მედალიც მშვენიერი შედეგია. ოლიმპიურ თამაშებზე ნებისმიერი სინჯის მედლის მოპოვება დიდი წარმატებაა. მიხარია, რომ საქართველოს პირველი მედალი ამ უმნიშვნელოვანეს დღეს – 8 აგვისტოს მოვუტანე. თან გზად რუსი მეტოქეც დავამარცხე. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ შედეგის მიღწევაში დამეხმარა” – განაცხადა 24 წლის გმირმა!

ლაშა შავდათუაშვილმა კუბელი ძიუდოისტი დაამარცხა (ვიდეო)

8 აგვისტოს, რიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოში, 73 კგ. კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა თავის პირველ შეხვედრაში კუბელი ძიუდოისტი, ესტრადა დაამარცხა.