ვარლამ ლიპარტელიანმა პარიზის გრან-სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (ვიდეო)

12 თებერვალს, პარიზის გრან-სლემზე, 100 კგ. კატეგორიაში ქართველი ძიუდოისტი, ვარლამ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში ჰოლანდიელ კორელს დაუპირისპირდა.

შეხვედრის მიმდინარეობისას, ვარლამ ლიპარტელიანმა თითი დაიზიანა, რის გამოც მეტოქესთან ბრძოლა გაუჭირდა, თუმცა მან ბრინჯაოს მედალი მაინც მოიპოვა.

იხილეთ ვიდეო

ლიპარტელიანი ნახევარფინალშია!

ქართველი ძიუდოისტი, ვარლამ ლიპარტელიანი რიო 2016-ზე, ძიუდოში, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეოთხედფინალურ ეტაპზე მონღოლ ლხაგვასურენს დაუპირისპირდა. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოვიდა და, ჩვენდა გასახარად, ქართველი სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა.

ვარლამის მეტოქე ნახევარფინალში სამხრეთ კორეელ დონგ-ჰანსი იქნება. შეხვედრა დაახლოებით 23:19 საათზე დაიწყება.

ლიპარტელიანმა მეორე შეხვედრაშიც იმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა!

ახლახანს დასრულდა ვარლამ ლიპარტელიანისა და ნაურუელი ოვინი უერას შეხვედრა. ქართველმა ძიუდოისტმა ამჯერადაც გაახარა მისი ერი, დაამარცხა ნახსენები მეტოქე შებოჭვით და მეოთხედფინალურ ეტაპზე გავიდა!

გეტყვით, რომ ვარლამი მონღოლ ოტგონბაატარ ლხავგასურენსა და კუბელ ეშლი გონსალესს შორის გამარჯვებულს შეერკინება.