ლიპარტელიანი ნახევარფინალშია!

ქართველი ძიუდოისტი, ვარლამ ლიპარტელიანი რიო 2016-ზე, ძიუდოში, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეოთხედფინალურ ეტაპზე მონღოლ ლხაგვასურენს დაუპირისპირდა. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოვიდა და, ჩვენდა გასახარად, ქართველი სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა.

ვარლამის მეტოქე ნახევარფინალში სამხრეთ კორეელ დონგ-ჰანსი იქნება. შეხვედრა დაახლოებით 23:19 საათზე დაიწყება.