დღეს გამთენიისას რიო 2016-ზე ფეხბურთში ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩები გაიმართა.
ერთ-ერთ შეხვედრაში ბრაზილიის ეროვნული ნაკრები დანიის გუნდს დაუპირისპირდა. შეგახსენებთ, რომ თამაშამდე სამხრეთ ამერიკელებმა ორი მატჩი ჩაატარეს და ვერცერთი ვერ მოიგეს. ამ შემთხვევაში კი ყველაფერი ბრაზილიელთა სასიკეთოდ წარიმართა. პირველი გოლის გატანა ბარბოსა ალმეიდამ 26-ე წუთზე მოახერხა და მასპინძელი გუნდი დააწინაურა. ამ ტაიმში კიდევ ერთი გოლი გავიდა: გაბრიელ ჟესუსმა მე-40 წუთზე ორამდე გაზარდა ანგარიში.
მეორე ნახევარში ბრაზილიამ ორჯერ შეარხია მეტოქის ბადე: მე-80-ზე ბარბოსა ალმეიდამ დუბლი შეასრულა, ხოლო ზუსტად სამ წუთში კი გარსიამ წერტილი დაუსვა შეხვედრას და მის გუნდს 4-0 გაამარჯვებინა.
სწორედ ასე, ბრაზილიის ნაკრებმა 5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა ჯგუფში და მეოთხედფინალში კოლუმბიას დაუპირისპირდება.