არგენტინის ნაკრების თავკაცმა, ედგარდო ბაუსამ “ბარსელონას” ლიდერთან, ლეო მესისთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ მათი საუბარი ლეოს არგენტინის ნაკრებში დაბრუნებას არ ეხებოდა. თუმცა, მან მაინც მიგვანიშნა იმაზე, რომ მესის ნაკრებში დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი.
“მის ნაკრებში დაბრუნებაზე არ გვისაუბრია. ეს იყო საუბარი ფეხბურთის შესახებ. რამოდენიმე დღეში, მე მას კვლავ შევეხმიანები.” – განუცხადა 58 წლის სპეციალისტმა ჟურნალისტებს ბარსელონაში ყოფნისას.
არგენტინაში დაბრუნების შემდეგ კი, მან ასეთი განცხადება გააკეთა: “ეჭვიც არ მეპარება, რომ მას ნაკრებში დაბრუნება უნდა. მაგრამ, მოცდა მოგვიწევს.” – განაცხადა ბაუსამ.