“ევერტონის” ნახევარმცველი, გარეტ ბერი მიიჩნევს, რომ მის გუნდს შეუძლია სეზონის დარჩენილი მატჩები მოიგოს.
4 მარტის შემდეგ(სტოკი, 0:2), “ევერტონი” პრემიერ ლიგაში აღარ დამარცხებულა. ოთხი მოგება და ერთი ფრე.
ლივერპულური გუნდის ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ გუნდს შეუძლია ამ ტემპში თამაშის გაგრძელება.
“ჩვენი მიზანი სეზონის წაგების გარეშე დასრულებაა. ახლა კარგ ფორმაში ვართ და ამის გაკეთება შეგვიძლია,”-განაცხადა ბერიმ.
მიმდინარე სეზონში, პრემიერ ლიგაში გარეტმა 29 მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.