დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (15 აგვისტო)

გვარდიოლა: “ჰარტი ბედნიერი ნამდვილად არ არის”

პეპ გვარდიოლა აცხადებს, რომ ჰარტს ნამდვილად არ მოეწონა სათადარიგოთა სკამზე ჯდომა: “დარწმუნებული ვარ, რომ ის ბედნიერი არ არის. ყველა, ვინც არ თამაშობს დათხოვნილი როდია. 28 ფეხბურთელი გვყავს, რომლებმაც უნდა დამარწმუნონ, რომ სასტარტოში ყოფნას იმსახურებენ.”

“ინტერი” მზადაა, სანჩესის სანაცვლოდ 80 მილიონი გადაიხადოს

მილანური “ინტერის” ხელმძღვანელები მზად არიან ალექსის სანჩესის ტრანსფერში 80 მილიონი ევრო გადაიხადონ. Fichajes.net-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, “ნერაძური” 27 წლის ჩილელს 8 მილიონ ევროს სთავაზობს წელიწადში.

Untitled-3

“მანჩესტერს” ფონტეს გადაბირება უნდა

Daily Mirror-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები “საუთჰემპტონის” ცენტრალური მცველის, ჟოზე ფონტეს გადაბირებას აპირებენ. ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ “წმინდანები” კარგა ხანია, რაც მას ახალ კონტრაქტს სთავაზობენ.

“მილანი” მატეო კოვაჩიჩზე გადაერთვება

იტალიური “მილანი” მთლიანად მატეო კოვაჩიჩის ტრანსფერზე გადაერთვება იმ შემთხვევაში, თუ “იუვენტუსი” მას როდრიგო ბენტანკურისათვის გამართულ ბრძოლაში აჯობებს. “როსონერი” ხორვატი ნახევარმცველის არენდით აყვანის ვარიანტზეც მუშაობს.

ბალოტელი ყველაფრის თავიდან დაწყებას აპირებს

“ლივერპულის” მფლობელობაში მყოფი მარიო ბალოტელი ყველაფრის თავიდან დაწყებას აპირებს. იტალიელ თავდამსხმელს თავის კლუბში იტალიური “სასუოლო” ეპატიჟება. იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “სასუოლოს” ხელმძღვანელობამ უკვე წამოიწყო მოლაპარაკებები მერსესაიდელებთან.