დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, რობერტ კობლიაშვილმა რიო 2016-ზე ასპარეზობა დაიწყო.
ქართველი სპორტსმენი საკვალიფიკაციო რაუნდში მექსიკელ ალფონსო ლეივა იეპესს დაუპირისპირდა. შეხვედრა ძალიან დაძაბულად წარიმართა და, საბოლოოდ, ჩვენებურის გამარჯვებით, ანგარიშით 5:0 დასრულდა.
კობლიაშვილი ასპარეზობას მერვედფინალში გააგრძელებს.