ესპანური ტაბლოიდის, Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პეპ გვარდიოლას “სიტიმ” თავის ყოფილ კლუბთან, “ბარსელონასთან” კლაუდიო ბრავოს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.
შეგახსენებთ, რომ “ეტიჰადზე” ახალი მეკარის გამოჩენა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პეპ გვარდიოლამ ჯო ჰარტი დააქვეითა – “სანდერლენდთან” მატჩი არა მზადყოფნაში მყოფმა ჰარტმა, არამედ კაბალიერომ დაიწყო, რომელიც სათადარიგო მეკარედ მოისაზრებოდა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ სანამ “სიტი” ჩილელ მეკარეზე გადაერთვებოდა, “ქალაქელებმა” მარკ-ანდრე ტერ შტეგენის გადაბირებაც სცადეს, თუმცა კატალონიელებმა ინგლისელებს კარი უმალვე უარით მოუხურეს.
რაც შეეხება ბრავოს ტრანსფერის ფასს, ესპანური გამოცემის ცნობით, საქმე დაახლოებით 16 მილიონ ევროსთან გვაქვს.