შმაგი ბოლქვაძის ემოცია ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მოგების შემდეგ (ვიდეო)

16 აგვისტოს, რიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, 66 კგ. კატეგორიაში ქართველმა შმაგი ბოლქვაძემ ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში იაპონელი მეტოქე დაამარცხა.

22 წლის სპორტსმენმა გამარჯვება ძალიან ემოციურად აღნიშნა.

რიო 2016: შმაგი ბოლქვაძე რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია

ოლიმპიური ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის ფინალში ერთმანეთს ქართველი შმაგი ბოლქვაძე და იაპონელი ინო ტომოჰირო დაუპირისპირდნენ. შეგახსენებთ, რომ საქმე ბერძნულ-რომაული ჭიდაობის 66 კილოგრამ წონით კატეგორიას ეხება.

მატჩის პირველი ნახევარი ქართველი სპორტსმენის სრული უპირატესობით მიმდინარეობდა. ბოლქვაძეს ჩობჯენში ქულის მოპოვების შანსიც ჰქონდა, თუმცა მისი გამოყენება ვერ მოახერხადა პირველი პერიოდი ფრედ, 0:0 დასრულდა.

შმაგი მეორე ნახევარშიც ისეთივე შემართული გამოვიდა ხალიჩაზე, როგორც პირველში. ქართველმა ფალავანმა მალევე მოახერხა ქულის მოპოვება, რაც საბოლოო ჯამში გადამწყვეტი აღმოჩნდა – შმაგი ბოლქვაძე რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია.

რიო 2016: შმაგი ბოლქვაძე ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია !

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში თავისი მეორე მატჩი გამართა შმაგი ბოლქვაძემ, რომლის მეტოქეც ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ირანელი ომიდ ნორუზი იყო.

მატჩის პირველ ნახევარში ორივე მოჭიდავეს შეეძლო ქულების მოპოვება, თუმცა ამის გაკეთება ვერცერთმა მათგანმა ვერ მოახერხა. მეორე ნახევარში კი ბოლქვაძემ ორი გაფრთხილების მოპოვება და მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა მოახერხა.

შმაგი ბოლქვაძემ მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა (ვიდეო)

რიოს ოლიმპიურ თამაშებში ჩაერთო ჩვენი ქართველი ფალავანი, შმაგი ბოლქვაძეც, რომელიც 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში იღებს მონაწილეობას.

1/8-ფინალურ ეტაპზე შმაგის მეტოქე ფინელი მოჭიდავე, ტერო ვალიმაეკი იყო. ქართველმა ფალავანმა ბრძოლა თავიდანვე აქტიურად დაიწყო. ბოლქვაძემ მეტოქის პასიურობით ისარგებლა და პირველი ორი ქულაც სწორედ მან მოიპოვა. პირველი პერიოდი ქართველმა მოიგო, ანგარიშით 2:0.

მეორე ნახევრის დაწყებისთანავე, შმაგიმ მეტოქეს გაფრთხილება მიაღებინა (3:0), მაგრამ ჩობჯენში ქულების მოპოვება ვერ მოახერხა. აღნიშნული უპირატესობა საკმარისი აღმოჩნდა, რომ შმაგის მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოეპოვებინა.