რიო 2016: შმაგი ბოლქვაძე ნახევარფინალში დამარცხდა

ახლახან დასრულდა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის ნახევარფინალი 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში, სადაც მონაწილეობას ქართველი ფალავანი, შმაგი ბოლქვაძე იღებდა, რომლის მეტოქეც სლოვაკი დავორ სტეფანეკი იყო.

ქართველმა ფალავანმა მატჩი პირველსავე პერიოდში დათმო, როდესაც სტეფანეკმა 4 ქულის მოპოვებისთანავე სუფთა გარმაჯვება მოიპოვა. ასე რომ, შმაგი ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს ბრძოლას.