გუშინ ბუქარესტის “სტიაუას” 14 წლის ფეხბურთელმა, იანის სტოიკამ პირველ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა.
2002 წელს დაბადებული ტალანტი, რუმინეთის თასის შეხვედრაში შეცვლაზე შემოვიდა და ალბათ ყველასათვის საოცნებო დებიუტიც გამოუვიდა. 92-ე წუთზე სტოიკამ “კლუჟის” წინააღმდეგ გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (1-6). ამ გამარჯვების შემდეგ “სტიაუა” 1/8 ფინალში გავიდა, ამ ყველაფერში კი თავისი წვლილი, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ფეხბურთესაც მიუძღვის.