გრიზმანი: “ყველა ჩუმდება, როდესაც ის ლაპარაკს იწყებს”

ანტუან გრიზმანმა მის თანამემამულეზე, ჰუგო ლორისზე საუბრისას, რომელიც ამ დროისთვის “ტოტენჰემის” რიგებში ირიცხება, საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გაგვანდო – თურმე, ნაკრებში ყველაზე მეტად სწორედ მას უჯერებენ.

“ჰუგოს ბევრი ლაპარაკი არ უყვარს და პატრის ევრაზე გულჩათხრობილია. მაგრამ როდესაც ის ლაპარაკს იწყებს, გასახდელს მაშინვე სიჩუმე მოიცავს ხოლმე.” – განაცხადა მადრიდის “ატლეტიკოს” ერთ-ერთმა ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ ეს ორი ფეხბურთელი ამჟამად სანაკრებო შეკრებაზე იმყოფება. ლორისსა და გრიზმანს წინ ბულგარეთისა და ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებებთან გასამართი მატჩები ელის.

ჰუგო ლორისი ლაზარეთში 4 კვირას გაატარებს

“ტოტენჰემ ჰოტსპურის” მეკარე ჰუგო ლორისი ტრავმირებულია. ლონდონელთა ფრანგმა კარის დარაჯმა მუხლის ქვედა მყესი დაიზიანა. ამ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ლორისმა ტრავმა “ევერტონთან” გამართულ მატჩში მიიღო, რის გამოც მას მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. ფრანგი მაიკლ ვორმა შეცვალა.

ასე რომ, ლორისი “დეზებს” “კრისტალ პალასთან” და “ლივერპულთან” გასამართ მატჩებში ვერ დაეხმარება. გარდა ამისა, მისი თამაში საეჭვოა “სტოკ სიტისთან” მატჩში, რომელიც სექტემბერშია დაგეგმილი.