პეპ გვარდიოლას მოპყრობა “მანჩესტერ სიტის” კარის დარაჯის, ჯო ჰარტისადმი კლუბის ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯო ბარტონმა ერთი სიტყვით შეაფასა – “გულისამრევი”.
“გულისამრევია. ეს ის კლუბი არ არის, რომელიც მე დავტოვე. ის კლუბი, რომელიც მე დავტოვე და ის კლუბი, რომელსაც ახლა ვუყურებ, სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.” – განაცხადა ბარტონმა, რომელმაც “სიტი” 2007 წელს დატოვა.
“ის კლუბი, რომელიც მე დავტოვე, ასე არასდროს არ მოექცეოდა ისეთ ფეხბურთელს, რომელსაც იმდენი რამ აქვს გაკეთებული, რამდენიც ჯო ჰარტს.
რამდენად კარგი მწვრთნელიც არ უნდა იყო, ჯერ ადამიანი ხარ. რატომ ექცევი მას ასე? ჰარტი პატრიოტია. მას შეეძლო მანამდე დაეტოვებინა კლუბი, სანამ ისინი ფულს იშოვიდნენ, მაგრამ მან დარჩენა გადაწყვიტა.
არამგონია, ასეთი რამ დაემსახურებინოს. კაბალიეროს თამაშებს ვუყურე და ნამდვილად ვერ შევამჩნიე, თუ რითი ჯობს ჯო ჰარტს.”