ბერძნული პაოკ-ის მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ივიჩმა ევროპის ლიგის ფლეი-ოფში, თბილისის “დინამოსთან” გამართული პირველი მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ. მეორე ნახევარში უკეთესად ვითამაშეთ, პირველ ტაიმში ბევრი შეცდომა დავუშვით. მეორე 45 წუთში ჩემი ფეხბურთელები უფრო კარგად მოძრაობდნენ. მე ნამდვილად კარგი გუნდი მყავს, მაგრამ მათი პირველ ტაიმში ნაჩვენები თამაში არ მომეწონა. შეცდომას ყველა უშვებს, შევეცდებით, ყველაფერი მალე გამოვასწოროთ.
“დინამო” საკმაოდ კარგი გუნდია. შესაძლებელი იყო, პირველი ტაიმი მასპინძლების გამარჯვებითაც დასრულებულიყო. ვიცოდი, რომ “დინამოს” შეტევის ხაზში პრობლემები ჰქონდა.
გუნდში ახალი წევრები გვყავს, ამიტომ რთულია, რომ ასეთ სიტუაციაში თამაშის ხარისხი ძალიან მაღალი იყოს.”