ოფიციალურად: იჰეანაჩო “ლესტერისთვს” შეუტევს

კელეჩი იჰეანაჩო “ლესტერ სიტიში” გააგრძელებს კარიერას. ამის შესახებ “მელიების ოფიციალური გვერდი იტყობინება.

2016 წლის პრემირ ლიგის ჩემპიონებს “მანჩესტერ სიტის” უკვე ყოფილი მოთამაშის შეძენა 25 მილიონი ფუნტი დაუჯდათ. ნიგერიელმა ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

იჰეანაჩო “სიტიში” ორი სეზონის მანძილზე თამაშობდ ადა 46 მატჩში თორმეტი გოლი გაიტანა. მისი კონკურენტები კუნ აგუერო, ვილფრიდ ბონი, გაბრიელ ჟესუსი იყვნენ, რაც მთავარი ფაქტორი გახდა იმისა, რომ 20 წლის სპორტსმენმა “ქალაქელთა” რიგებში თავი ვერ დაიმკვიდრა.

 

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 2 აგვისტო


დი მარია თანახმაა, კარიერა “ბარსაში” გააგრძელოს

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე ანხელ დი მარიამ თავად გამოთქვა კარიერის “ბარსელონაში” გაგრძელების სურვილი.

როგორც იცით, “პარი სენ-ჟერმენი” ძალიან ახლოსაა ნეიმარის ტრანსფერთან, 29 წლის ანხელს კი არ სურს მის ჩრდილქვეშ მოექცეს.


იჰენაჩო “ლესტერში” მიდის

“მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი კელეჩი იჰენაჩო “ლესტერ სიტიში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს. ამის შესახებ “დეილი ტელეგრაფის” ჟურნალისტი ჯონ პერსი იტყობინება.

წყაროს თანახმად, ტრანსფერის ღირებულება 25 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.


სმოლინგის ტრანსფერისთვის 5 კლუბი იბრძვის

“მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალური მცველი, კრის სმოლინგი ძალიან ახლოსაა “ოლდ ტრაფორდის” დატოვებასთან. ინგლისელებმა უკვე დააყენეს ქრისი ტრანსფერზე და მის სანაცვლოდ 8,5 მილიონ ფუნტს ითხოვენ.

როგორც ცნობილი ხდება, 27 წლის ფეხბურთელსი მიმართ ინეტერესს “ვესტ ბრომის”, “ბერნლის”, “ლესტერის”, “კრისტალ პალასისა” და “სტოკ სიტის” ხელმძღვანელები იჩენენ.


“ინტერი” დრაქსლერის ტრანსფერზე მუშაობს

მილანის “ინტერის” ხელმძღვანელთა მთავარი პრიორიტეტი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დარჩენილ დღეებში “პსჟ”-ს გერმანელი შემტევის, იულიან დრაქსლერის გადაბირება იქნება.

როგორც ცნობილი ხდება, 23 წლის დრაქსლერის გადაბირების ფასად, “ინტერი” მზადაა ჟოაუ მარიუს შეელიოს, რომელიც “სპორტინგიდან” 40 მილიონად შეიძინა.


“ჩელსი” კანდრევას დაუბრუნდა

ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელების ინტერესთა სფეროში კვლავ დაბრუნდა “ინტერის” კუთვნილებაში მყოფი ანტონიო კანდრევა, რომლის შეცვლასაც “ნერაძურის” უფროსები კეიტა ბალდეს მეშვეობით გეგმავენ.

როგორც ცნობილი ხდება, “არისტოკრატთა” მთავარი მწვრთნელი პირადადაა დაინტერესებული 30 წლის ფეხბურთელსი ტრანსფერით.


ვინ ჩაანაცვლებს აგუეროს მომდევნო სამ მატჩში: 4 ვარიანტი (ფოტოები)

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ “მანჩესტერ სიტის” შემტევი, სერხიო აგუერო სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ არგენტინელმა მოთამაშემ “ვესტ ჰემ იუნაიტედის” მცველს, უინსტონ რიდს ყბაში იდაყვი მოარტყა. საბოლოო ჯამში, 28 წლის სპორტსმენი პრემიერ ლიგაში “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ბორნმუთის” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრებს გამოტოვებს, ლიგის თასზე კი “ქალაქელებს” “სუონსი სიტისთან” ჩასატარებელ თამაშში ვერ დაეხმარება.

Goal.Com-ი გვთავაზობს იმ 4 სავარაუდო მონახაზს, რომლებითაც პეპ გვარდიოლა ნახსენებ სამ შეხვედრაში შეტევის ხაზს განალაგებს.

როცა აგუეროს იჰეანაჩო შეცვლის…

როცა აგუეროს ნოლიტო ჩაანაცვლებს…

როცა შემცვლელი დავიდ სილვაა…

მეოთხე შემთხვევაში ფორვარდის პოზიციაზე რაჰიმ სტერლინგია…

ოფიციალურად: იჰეანაჩომ “სიტისთან” გაახანგრძლივა

კელეჩი იჰეანაჩომ ინგლისურ “მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. ასე რომ, ნიგერიელი ფეხბურთელი “ეტიჰადზე” 2021 წლამდე დარჩება.

იჰეანაჩომ ეს ყველაფერი კი 2015/16 წლების სეზონში დაიმსახურა – გასულ სეზონში იჰეანაჩომ მხოლოდ 11 მატჩი დაიწყო სასტარტოდან თუმცა, საერთო ჯამში 14 გოლის გატანა მოახერხა.

“თავდამსხმელმა კელეჩი იჰეანაჩომ ახალი, ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა “სიტისთან” – ვკითხულობთ მანჩესტერელთა ოფიციალურ განცხადებაში.