ვლადიკავკაზში ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ბანერი გაკეთდა (ფოტო)

რიოს ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ოქროს მედალი მოიგო. Эхо Кавказа-ს ჟურნალისტი, ირაკლი ორაგველიძე აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქში ბანერით აღნიშნეს ხინჩეგაშვილის ოლიმპიური ჩემპიონობა. ამ ბანერზე გამოსახულია კვარცხლბეკზე მდგომი ხინჩეგაშვილი. მარჯვენა ზედა კუთხეში რიოს ოლიმპიადის ლოგო და ჩრ. ოსეთის დროშაა.

ყურადღება უნდა მივაქციოთ ბილბორდზე არსებულ წარწერას: “ხინჩაგაშვილი (ხინჩაგოვი) ვლადიმერ – ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში”.

სოციალური ქსელიდან ხდება ცნობილი, რომ ბანერი ლადოს ოსმა ნათესავებმა დაამონტაჟეს, რომლებიც ვლადიკავკაზში ცხოვრობენ.

რიო 2016: რომელ ადგილზე გადაინაცვლა საქართველომ მედლების ჩათვლაში?

19 აგვისტო რიოს ოლიმპიადაზე ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებული გამოდგა. ორი სპორტსმენის უშედეგოდ გამოსვლის შემდეგ, თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ოქროს მედალი მოუტანა საკუთარ სამშობლოს.

ზემოთ ნახსენები გამარჯვებით ქვეყნების საერთო რეიტინგში საქართველო 2 ოქროთი, 1 ვერცხლით და 3 ბრინჯაოთი 31-ე ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ რიოს ოლიმპიადის დასრულებამდე 2 დღეა დარჩენილი.

cats

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიადის ფინალშია! (ვიდეო)

რიოს ოლიმპიური თამაშების მე-19 დღეს, საქმეში ქართველი ფალავანი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ჩაერთო. ვლადიმერმა 1/8-ფინალში ყაზახი არტას სანა დაამარცხა, ხოლო 1/4-ფინალში – აზერბაიჯანელი ალიევი.

ნახევარფინალში კი ქართველ მოჭიდავეს ბულგარელ ვლადიმერ დუბოვს შეერკინა. ბულგარელი ფალავანი მატჩის დასაწყისშივე დაწინაურდა 4-ქულიანი უპირატესობით, რასაც ლადომ პირველ ნახევარში მხოლოდ 2 ქულით უპასუხა, რასაც მეორე ნახევარში კიდევ 6 ქულა დაემატა.