10 აპრილს, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, გენო პეტრიაშვილმა ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
125 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში პეტრიაშვილი თურქ ტაჰა აკგულს დაუპირისპირდა და 0:7 დამარცხდა. ტაჰა აკგული შეხვედრის მიმდინარეობისას ქართველი მეტოქის პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობდა. ორ შემთხვევაში ხალიჩაზე მათ შორის სიტუაციაც დაიძაბა.