რიოს ოლიმპიადა დასასრულს უახლოვდება. აღნიშნული სპორტული ღონისძიება 21 აგვისტოს სრულდება. სწორედ ამ დღესვე გაიმართება დახურვის ცერემონიაც.
როგორც იცით, გახსნის ცერემონიაზე საქართველოს მედროშე ავთანდილ ჭრიკიშვილი იყო. საფინალო ღონისძიებაზე კი ეს პატივი უკვე ოლიმპიურ ჩემპიონს, 22 წლის ძალოსანს, ლაშა ტალახაძეს ერგო. სწორედ იგი ააფრიალებს კიდევ ერთხელ ქართულ დროშას ბრაზილიური ცის ქვეშ.