გრიზმანი: “არ მინდა ამპარტავნულად გამომივიდეს, მაგრამ…”

საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის “ატლეტიკოს” შემტევი, ანტუან გრიზმანი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტთა შორისაა. მან ჩემპიონთა ლიგაზე 13 შეხვედრაში შვიდი გოლი გაიტანა და მადრიდულ კლუბთან ერთად ფინალში ითამაშა. გარდა ამისა, ევროპის ჩემპიონატზეც შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მან ვერ მოახერხა ვერცერთი ტიტულის მოგება.

ფრანგმა ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას საინტერესო განცხადება გააკეთა: “ძალიან ამაყი ვარ, რომ ევროპის სამ საუკეთესო მოთამაშეს შორის მოვხვდი. ე.ი. , მე სწორი გზით მივდივარ და კარგად ვპროგრესირებ.”

“არ მინდა, ამპარტავნულად გამომივიდეს, მაგრამ ნამდვილად ვიმსახურებ კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს. შესანიშნავი სეზონი მქონდა, როგორც კლუბთან, ასევე ნაკრებთან ერთად.”

“სამწუხაროდ, ვერაფრის მოგება შევძელით, თუმცა, დამიჯერეთ, სადამდეც მივაღწიეთ, იმ ყველაფერშიც დიდი შრომა და მონდომება იდო,” – განაცხადა ფრანგმა.