ვლადიკავკაზში ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ბანერი გაკეთდა (ფოტო)

რიოს ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ოქროს მედალი მოიგო. Эхо Кавказа-ს ჟურნალისტი, ირაკლი ორაგველიძე აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქში ბანერით აღნიშნეს ხინჩეგაშვილის ოლიმპიური ჩემპიონობა. ამ ბანერზე გამოსახულია კვარცხლბეკზე მდგომი ხინჩეგაშვილი. მარჯვენა ზედა კუთხეში რიოს ოლიმპიადის ლოგო და ჩრ. ოსეთის დროშაა.

ყურადღება უნდა მივაქციოთ ბილბორდზე არსებულ წარწერას: “ხინჩაგაშვილი (ხინჩაგოვი) ვლადიმერ – ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში”.

სოციალური ქსელიდან ხდება ცნობილი, რომ ბანერი ლადოს ოსმა ნათესავებმა დაამონტაჟეს, რომლებიც ვლადიკავკაზში ცხოვრობენ.