ჟილბერტო სილვა და ნისტელროი მუნდიალზე ექსპერტებად იმუშავებენ

2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ჟილბერტო სილვა და ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი რუდ ვან ნისტელროი 2014 წლის მუნდიალზე ექსპერტებად იმუშავებენ და ESPN – ზე მატჩების ანალიტიკურ ანალიზს შესთავაზებენ გულშემატკივარს.

ბრაზილიურ მუნდიალზე მათ გარდა კიდევ ბევრი ყოფილი ფეხბურთელი იმუშავებს. მათ შორის არიან ალექსი ლალასი, მიხაელ ბალაკი, სტივ მაკმანამანი და სანტიაგო სოლარი.

შეგახსენებთ, რომ ნისტელროიმ კარიერა 2012 წელს დაასრულა, ხოლო ჟილბერტო ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელია და ამჟამად “ატლეტიკო მინეიროს” ღირსებას იცავს.