დღეს აქტიურად იწერებდოა იმაზე, რომ ლონდონის “არსენალს” ჯეკ უილშირი დროებით დატოვებდა. სულ ცოტა ხნის წინ კი ოფიციალურად დადასტურდა კიდევ ერთი მოთამაშის, ტომაშ როსიცკის ტრანსფერი… ჩეხი ფეხბურთელი პრაღის “სპარტაში” გააგრძელებს კარიერას.
ვეტერანმა სპორტსმენმა სწორედ ნახსენებ კლუბში დაიწყო თამაში. შემდეგ იყო დორტმუნდის “ბორუსია”. 2006 წელს როსიცკი “არსენალში” გადავიდა, სადაც 10 წელი გაატარა. დღეს კი თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე ფეხბურთელმა მშობლიურ გუნდს მიაშურა.