საფრანგეთის ქალაქ მაკონაში მიმდინარეობს მსოფლიოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის.
დღეს ზემოთ აღნიშნულ ტურნირზე ძალიან სასიხარულო ამბავი მოხდა. 96 კილოგრამ კატეგორიაში მოჭიდავე გიორგი მელიამ 4 მეტოქეს მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ჩვენმა სპორტსმენმა შვეიცარიელი დამიან ვონ ეუ (4-0), იაპონელი იუტა ნარა (7-1) და ამერიკელი ტრეისი ჰენკოკი (12-8) დაამარცხა და ფინალში გავიდა. ბოლო შეხვედრაში მელია ბელარუს არსენ სიჩევს დაუპირისპირდა და მისი დამარცხებაც შეძლო!
ვიდეო, რომელშიც ფინალამდე გამართული შეხვედრების კადრებია.