საფრანგეთში გამართულ ჭდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის ქართველი ფალავანი, დავით ჩხარტიშვილი იღებდა მონაწილეობას.
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, დავით ჩხარტიშვილი (55) ტურნირში მერვედფინალიდან ჩაერთო. მან ამ ეტაპზე გერმანელი ალექსანდერ გინკი 6-2 დაამარცხა, მეოთხედფინალში იტალიელ იაკოპოს სანდონს 4-2 მოუგო, ნახევარფინალში კი ყირგიზი ნუზუპბეკ ტოპჩუბაევი 9-8 დაამარცხა.
ფინალში ჩვენებურის მეტოქე იაპონელი იო ნამბა იყო. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და, საბოლოოდ, ჩვენებურის გამარჯვებით, 3-2 დასრულდა!