ბურჯანაძემ “იბეროსტართან” მოგებულ მატჩში 5 წუთი ითამაშა

ბექა ბურჯანაძის “კახასოლმა” ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში “იბეროსტარი” მიიღო და ანგარიშით 81:67დაამარცხა.

ქართველმა ფორვარდმა 5 წუთი ითამაშა და ერთადერთი სამქულიანი ააცილა. ბურჯანაძემ 2 მოხსნა მიითვალა და ბურთი ერთხელ დაკარგა.

“კახასოლისთვის” ეს მე-16 გამარჯვება იყო. ბურჯანაძის გუნდი მე-8 ადგილზეა და პლეიოფში გასასვლელად იბრძვის. დღეს ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსა” მადრიდში “რეალს” შეხვდება.

gbf.ge

სანიკიძის და ბურჯანაძის გუნდები 11-11 ქულით დამარცხდნენ

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მორიგ ტურში ვიქტორ სანიკიძის „სარაგოსაც“ დამარცხდა და ბექა ბურჯანაძის „კახასოლიც“. სანიკიძე დიდად არ გამორჩეულა, ბურჯანაძეს კი თამაშში ჩართვამ არ მოუწია.

„სარაგოსა“ სან სებასტიანში „გიპუზკოას“ შეხვდა და 11 ქულის სხვაობით – 62:73 წააგო. სანიკიძემ სასტარტო ხუთულში ითამაშა და 23:35 წუთში 4 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა, პასივში კი 4 დაკარგვა ჰქონდა. ვიქტორმა 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

სარაგოსელთაგან საუკეთსო ჯოზეფ ჯონსი გახლდათ, თუმცა მისმა 23-მა ქულამ სარაგოსელებს ვერ უშველა. სარაგოსელთა მსგავსად, „კახასოლმაც“ 11 ქულით წააგო. სევილიელებმა „ესტუდიანტესს“ უმასპინძლეს და შეხვედრა 71:82 დათმეს. ბურჯანაძე სათადარიგო იყო, მაგრამ თამაშში არ ჩართულა.

„კახასოლი“ და „სარაგოსა“ ცხრილში დამეზობლდნენ. 16 მოგებითა და 13 მარცხით სანიკიძის გუნდი მე-7 ადგილზეა, ხოლო 15 მოგებისა და 14 მარცხის მქონე „კახასოლი“ მე-8-ზე იმყოფება.

მომდევნო ტურში, 3 მაისს, „კახასოლი“ „ტენერიფეს“ უმასპინძლებს, ხოლო მეორე დღეს „სარაგოსა“ მადრიდში „რეალს“ დაუპირისპირდება.

gbf.ge

ბურჯანაძის საუკეთესო მატჩი და სანიკიძის მარცხი

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა – 19 წლის ბექა ბურჯანაძემ ესპანეთის უმაღლეს, პრიმერადივიზიონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ახალგაზრდა ქართველმა ფორვარდმა სევიელელთათვის საკმაოდ პრინციპულ მატჩში თავი გამოიჩინა და “კახასოლს” “გრან კანარია” დაამარცხებინა – 73:60.

ამ გამარჯვებით “კახასოლი”ესპანეთის ჩემპიონატის 8 საუკეთესო გუნდს შორის აღმოჩნდა. სწორედ 8 მოწინავე გააგრძელებს ჩემპიონატისთვის ბრძოლას, რომლებიც მეოთხედფინალში დაწყვილდებიან.

ბურჯანაძემ მოედანზე 13:03 წუთი გაატარა და მასპინძლებს 7 ქულა და 2 მოხსნა შესძინაბექამ 2-ვე ორქულიანი და2-დან 1 სამქულიანი ჩააგდოშეცდომა არ დაუშვია და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

კახასოლმა” 13 მარცხის წილ მე-14 მოგება მიითვალა და მე-8 ადგილზე გადაინაცვლაბურჯანაძის კლუბისსაპლეიფო პოზიციიდან გამოძევების შანსი ბადალონას “ხუვენტუტს” აქვსრომელიც მიმდინარე ტურში ვიქტორსანიკიძის “სარაგოსასუმასპინძლებს.

დღეს პრიმერადივიზიონის მორიგი მატჩი გამართა ვიქტორ სანიკიძეის “სარაგოსამ”. სარაგოსელები სტუმრად “ხუვენტუდს” შეხვდნენ და უიმედო მარცხი იწვნიეს – 57:82. სანიკიძემ სასტარტო ხუთეულში, 22 წუთი ითამაშა და თავის გუნდს 8 ქულით, 7 მოხნით და 1 ჩაჭრით შეეწია. ქართვემა ფორვარდმა 3-დან 2 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა.

თანაგუნდელების უნიათობის ფონზე სანიკიძის შედეგი სარაგოსელთა შორის საუკეთესო იყო, ოღონდ სარაგოსელ მიხაელ როლთან ერთად. ამ უკანასკნელმა სანიკიძის დარად 12 ერთეული მარგი ქმედების კოეფიციენტი დააგროვა.

16 მოგებითა და 11 მარცხით “სარაგოსა” “გრან კანარიასთან” ერთად 5-6 ადგილებს იყოფს.

gbf.ge

ბურჯანაძის 8 წუთი და გამარჯვება მონბუსთან

ესპანეთის პრიმერადივიზიონში გამარჯვებამოიპოვა ბექა ბურჯანაძის “კახასოლმა”. სევილიელებმა “მონბუსს” უმასპინძლეს და 9 ქულის სხვაობით – 80:71 სძლიეს.

ქართველი ფორვარდი მოედანზე 8 წუთით გამოჩნდა და თითო ორქულიანი და სამიანი ააცილა. ბურჯანაძის ანგარიშზე თითო მოხსნა და ჩაჭრა დაგროვდა. კახასოლელთგან 21 ქულით საუკეთსო ამერიკელი მარკუს ლენდრი გახლდათ, იან სასტრემ კი სევილიურ გუნდს 17 ქულა შესძინა.

7 მოგებითა და 8 წაგებით “კახასოლი” 18-გუნდიან ლიგაში მე-11 ადგილზეა. მორიგ ტურში, 18 იანვარს, სევილიელები სტუმრად “ხუვენტუდს” შეხვდებიან.

gbf.ge