საფრანგეთში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატში ახალგაზრდებს შორის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, რამაზ ზოიძე იღებდა მონაწილეობას.
ზოიძემ პირველი შეხვედრა ლიტველ კრისტუპას სლეივასთან გამართა და 6-4 დაამარცხა. შემდეგ, ბრაზილიელი რამოს ჯუნიორი 12-4 გაანადგურა და ეგვიპტელი მოჰამედ ელსაედი 11-1 დაამარცხა. ნახევარფინალში კი 7-5 მოუგო ირანელ მოჰამად მორად ელიასს.
ფინალში ქართველი ფალავნის მეტოქე ყაზახი კაჰარმან კისიმეტოვი იყო. ქართველმა მოჭიდავემ მეტოქე 5-0 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა!