შოთამ ბრაზილიელი მეკარე ინათხოვრა

შოთა არველაძის მიერ დამოძღვრილმა თელ-ავივის “მაქაბიმ” ბრაზილიელი მეკარე დანიელ მილერ ტენენბაუმი დაიმატა. გუნდმა 21 წლის კიპერი “ფლამენგოდან” ერთი წლის ვადით ინათხოვრა. ბრაზილიელმა მეკარემ საწვრთნელ პროცესში “მაქაბის” სკაუტებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა და გუნდში მისი მოწვევა გადაწყდა.

აღსანიშნავია, რომ დანიელს კარიერის განმავლობაში ბრაზილიის ჩემპიონატში სრულად ერთი მატჩიც არ აქვს ჩატარებული. მან ტურნირზე ნათამაშებ 32 წუთში ერთი გოლი გაუშვა.