პოლ პოგბას ძმა როტერდამის “სპარტაში” ითამაშებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველის, პოლ პოგბას უფროსი ძმა მათიას პოგბა კარიერას ჰოლანდიის ერედივიზიაში გააგრძელებს. კერძოდ, 26 წლის თავდამსხმელმა როტერდამის “სპარტას” რიგებში ჩაირიცხა. მანამდე იგი შოტლანდიური “პარტიკ თისლის” ღირსებას იცავდა.

მათიას პოგბა “სპარტას” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი სქემით “1+1” გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბას კიდევ ერთი ძმა ჰყავს, რომელიც “სენტ-ეტიენში” ირიცხება. პოგბას ორივე ძმა გვინეის ნაკრების წევრია.