ნ’გოლო კანტე გასული სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა. მან “ლესტერ სიტისთან” ერთად პრემიერ ლიგა მოიგო და მისი ყოფილი კლუბის წარმატების შემოქმედი იყო. იგი ევრო 2016-ზეც შესანიშნავად გამოვიდა. გასაკვირი არაა, რომ კანტემ ბევრი ევროპული გრანდის ყურადღება მიიპყრო. საბოლოოდ, მან კონტეს “ჩელსის” მიაშურა, სადაც უკვე ადაპტაცია გაიარა და შესანიშნავად ათამაშდა.
ცოტა ხნის წინ კანტემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “ჩელსისთან” ერთად მისი შეძენა “მანჩესტერ იუნატედსაც” ძალაინ სურდა…
“როდესაც “ჩელსისა” და “ლესტერს” შორის არჩევანი უნდა გამეკეთებინა, ჟოზე მოურინიომ დამირეკა და მის გუნდში გადასვლას მთხოვდა… მან ძალიან ბევრი არგუმენტი მომიყავანა, რატომ უნდა შევერთებოდი “წითელი ეშმაკების” კოლექტივს. ვუსმენდი მშვიდად, მაგრამ პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჩემზე ვერანაირი გავლენა ვერ მოახდინა.”
“ვფიქრობ, კარგად მოვიქეცი, როცა “არისტოკრატებს” შევუერთდი. ამ გუნდთან ერთად დიდი წარმატებისთვის ვიბრძოლებ!” – განაცხადა ფრანგმა საყრდენმა.