მოურინიო: “მანჩესტერის” კაპიტანი სწორედ ის იქნება!”

დღეს პრემიერ ლიგის მეშვიდე ტურში “მანჩესტერ იუნაიტედი” “სტოკ სიტის” დაუპირისპირდება. წინა მატჩში “მანჩესტერელებმა” “ლესტერი” გუნდის კაპიტნის, უეინ რუნის გარეშე გაანადგურეს (4-1).

წინასამატჩო პრესკონფერენციაზე მოურინიოს ჰკითხეს, იქნება თუ არა რუნი “სტოკთან” ძირითადში და დარჩება თუ არა იგი “წითელი ეშმაკების” კაპიტნად; სეუ ჟოზემ ასეთი პასუხი გასცა ჟურნალიტსებს: “არ აქვს მნიშვნელობას, ის მოედანზეა თუ არა. ახლაც და მომავალშიც “მანჩესტერის” კაპიტანი რუნი იქნება. ის არის ნამდვილი ლიდერი! უეინი ჩვენი კლუბის, ფეხბურთელების კაპიტანია!”

“რთულია, გეკეთოს ეს სამკლაური, როცა “მანჩესტერის” ფორმას ატარებ. რუნის დიდი მისია აკისრია, რასაც შესანიშნავად ასრულებს; ამიტომ, მას გუნდელებში დიდი პატივისცემა აქვს!” – განაცხადა მოურინიომ.

 

მოურინიოს ოცნებები: პორტუგალიელს “რეალის” სუპერვარსკვლავის შეძენა სურს!

ჟოზე მოურინიოს “მანჩსესტერს” დაცვაში ძალიან დიდი პრობლემები აქვს. ახალ სეზონში გუნდმა უკვე არც თუ ისე ცოტა იზარალა უკანა ხაზის შეცდომების გამო.

The Sun-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი მისი დაცვის მომავალ ბურჯად, არც მეტი, არც ნაკლები, მადრიდის “რეალის” კაპიტანს, სერხიო რამოსს მიიჩნევს. როგორც ირკვევა, მოურინიომ უკვე აცნობა მისი სურვილის შესახებ “მანჩესტერის” ხელმძღვანელობას; სავარაუდოდ, “წითელი ეშმაკები” 42 მილიონ ფუნტს ჩამოვლენ 30 წლის ფეხბურთელში.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით სერხიო რამოსმა ისაუბრა: “მართალი რომ გითხრათ, ინგლისური კლუბისგან ადრეც იყო წინადადება. დავფიქრდი და მივხვდი, რომ “რეალში” დარჩენა სჯობდა. ეს გუნდი ჩემი პრიორიტეტია. “ბლანკოსში” ადრე მცირე არეულობები იყო, თუმცა ახლა ყველაფერი საუკეთესოდაა,” – განაცხადა “ფურია როხას” კაპიტანმა.

კანტე: “მემუდარებოდა, რომ მის გუნდში გადავსულიყავი…”

ნ’გოლო კანტე გასული სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა. მან “ლესტერ სიტისთან” ერთად პრემიერ ლიგა მოიგო და მისი ყოფილი კლუბის წარმატების შემოქმედი იყო. იგი ევრო 2016-ზეც შესანიშნავად გამოვიდა. გასაკვირი არაა, რომ კანტემ ბევრი ევროპული გრანდის ყურადღება მიიპყრო. საბოლოოდ, მან კონტეს “ჩელსის” მიაშურა, სადაც უკვე ადაპტაცია გაიარა და შესანიშნავად ათამაშდა.

ცოტა ხნის წინ კანტემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “ჩელსისთან” ერთად მისი შეძენა “მანჩესტერ იუნატედსაც” ძალაინ სურდა…

“როდესაც “ჩელსისა” და “ლესტერს” შორის არჩევანი უნდა გამეკეთებინა, ჟოზე მოურინიომ დამირეკა და მის გუნდში გადასვლას მთხოვდა… მან ძალიან ბევრი არგუმენტი მომიყავანა, რატომ უნდა შევერთებოდი “წითელი ეშმაკების” კოლექტივს. ვუსმენდი მშვიდად, მაგრამ პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჩემზე ვერანაირი გავლენა ვერ მოახდინა.”

“ვფიქრობ, კარგად მოვიქეცი, როცა “არისტოკრატებს” შევუერთდი. ამ გუნდთან ერთად დიდი წარმატებისთვის ვიბრძოლებ!” – განაცხადა ფრანგმა საყრდენმა.